Leapster
| Leapster | |
|---|---|
|
გერმანულენოვანი მწვანე ფერის Leapster | |
| მწარმოებელი | LeapFrog Enterprises |
| პროდუქტის ოჯახი | Leapster-ის სერია |
| ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეექვსე |
| გამოშვების თარიღი | 7 ოქტომბერი, 2003 |
| შეწყდა |
2011 (კარტრიჯები ) |
| გაიყიდა | 4 მილიონი |
| მედია | Leapster-ის კარტრიჯი |
| ოპერაციული სისტემა | MQX,[1] Macromedia Flash MX 2004 |
| პროცესორი | ARCTangent CPU @ 96MHz |
| მეხსიერება | 2MB RAM, 256 ბაიტი NVRAM |
| მონიტორი | 160x160 CSTN სენსორული ეკრანი |
| გრაფიკა | 4 MB ATI ჩიპი |
| ხმა | MIDI, CELP ხმოვანი კომპრესია 8000 ჰერცზე |
| ყველაზე გაყიდვადი თამაში | „SpongeBob SquarePants Saves the Day!“ |
| შემდეგი |
Leapster2 LeapFrog Didj |
Leapster — საგანამანათლებლო პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Leapster Multimedia Learning System (Leapster მულტიმედიური სასწავლო სისტემა), რომელიც შექმნა კომპანია LeapFrog Enterprises-მა 2003 წელს.[2] კონსოლი განკუთვნილია 4-დან 10–11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (სკოლამდელი ასაკიდან მეოთხე ან მეხუთე კლასამდე). მისი თამაშები მოთამაშეებს ასწავლის ანბანს, ფონეტიკას, საბაზისო მათემატიკას (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა), ასევე ხელოვნებასა და ა.შ. მიმართულების პადის გარდა, სისტემას აქვს სენსორული ეკრანი სტილუსით, რაც ახალგაზრდა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ იურთიერთონ ეკრანთან.
LeapFrog-მა Leapster-ის მემკვიდრე Leapster2 პორტატული მოწყობილობა 2008 წლის ივლისში გამოუშვა.[3] Leapster2 არსებითად იგივე სისტემაა, რომელსაც დამატებული აქვს USB პორტი და SD ბარათის სლოტი. ეს დამატებები იძლევა გადმოწერილი სრული ან მოკლე თამაშის გაშვების შესაძლებლობას, მათ შორის თამაშის მონაცემების აღრიცხვას, როგორიცაა მომხმარებლის მიერ ნასწავლი ინფორმაცია და ა.შ. გადმოსაწერი თამაშები გასაყიდად არ არის განკუთვნილი.[4]
Leapster2-ის გამოსვლის შემდეგ გამოშვებული თამაშები აღრიცხავს მომხმარებლის აქტივობას და ამ მონაცემებს აგზავნის LeapFrog-ის „Learning Path“ სისტემაში, რომელიც თვალყურს ადევნებს დასრულებულ საგანმანათლებლო ეტაპებს. გარკვეული სასწავლო აქტივობების დასრულება შესაძლებლობას იძლევა, მივიღოთ წვდომა ონლაინ თამაშებზე. მოწყობილობაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების შემთხვევაში, მისი ონლაინ გაფორმება და მომხმარებლის კომპიუტერიდან ხელმისაწვდომი პრინტერით ამობეჭდვაა შესაძლებელი. Leapster-ს წარმოება 2014 წელს შეწყდა, ხოლო Leapster2-ის — 2019 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Leapster“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი (დაარქივებული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ leapster.cpp (MAME GitHub). ციტირების თარიღი: 27 January 2024
- ↑ WARREN BUCKLEITNER. (December 4, 2003) For Little Fingers, an Array of Digital Tutors. New York Times. ციტირების თარიღი: July 17, 2014
- ↑ LeapFrog Leapster2 and Didj: Handheld Edu-Gamers For the Pre-iPod/Cellphone/DS Demographic en-us (5 February 2008). ციტირების თარიღი: 2021-03-23
- ↑ First Look: New LeapFrog Technology–Leapster 2, Didg, and more | Geek.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-07. ციტირების თარიღი: 2008-11-17
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||