რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის საერთაშორისო მედია- და სამაუწყებლო ორგანიზაცია, რომელიც ინფომაციით უზრუნველყოფს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიას, ცენტრალურ აზიას, რუსეთს, ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბოლო თანამდებობაზე არასრული ერთი თვე დაყო და პოლიტიკიდან ისე წავიდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" სპეციალურად მისთვის დაგეგმილი კიდევ ერთი ახალი თანამდებობის შექმნა ვეღარ მოასწრო.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ 226 ადამიანს შორის ერთ-ერთი არის ფრიდონ ბუბუტეიშვილი, - დემონსტრანტი, რომელიც 2024 წლის მაისში დააკავეს - „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას.
საქართველოში გერმანიის ახალმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, - განაცხადა 27 აგვისტოს გერმანიის საელჩომ.
ლიბანის განცხადებით, 27 აგვისტოს ქვეყნის სამხრეთზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა ქალი. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ჰეზბოლას” დაარტყეს. მათივე თანახმად, დაჯგუფება, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, სამხრეთში მათ ჯარისკაცებს ღამით დაესხა თავს.
“სუნი გცემს?" - ალისა სადოვნიკოვა ამბობს, რომ ეს კითხვა დაუსვა თავის ქმარს, სერგეის, როცა მათ ივნისის ერთ დილას რუსეთის წყლებიდან თურქეთის წყლებში შეცურეს მსუბუქი ნავით, კაიაკით და ხელნაკეთი აფრით. "ეს თავისუფლების სუნია".
აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა თუმცა ყველა ვარიანტი დღის წესრიგში რჩება, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა Fox News-თან ინტერვიუში.
სირიელ ქურთ მებრძოლ ქალთა „ქალთა დაცვის დანაყოფებმა“ (YPJ) 27 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განიხილა თავისი მებრძოლების მთავრობის ძალებში ინტეგრირების საკითხი.
სერბეთის სახელმწიფო მაუწყებლის (RTS) ცნობაზე დაყრდნობით "ფრანსპრესის" სააგენტო იტყობინება, რომ ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური რატკო მლადიჩი ჰააგის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოკუპირებულ დონეცკში აფეთქებების ხმა გაისმა, იუწყებიან ადგილობრივი და სამონიტორინგო არხები. ქსელში ვრცელდება ქალაქში გადაღებული კადრები. მათში ჩანს, როგორ ადის ცაში კვამლი. უკრაინული სამონიტორინგო არხი Exilenova+ წერს, რომ ქალაქზე იერიში მიიტანეს რამდენიმე რაკეტით, სავარაუდოდ, FP-5 „ფლამინგოთი“. ოფიციალურად არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს დარტყმების შესახებ არ განუცხადებია. Exilenova+ წერს, რომ…
რადიოწამყვან გლენ ბეკთან სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს „რუტინული“ უწოდა კითხვაზე საპასუხოდ, უკავშირდებოდა თუ არა ეს ვიზიტი რუსეთ-უკრაინის ომს. „ეს ჩვეულებრივი, რუტინული ვიზიტისმაგვარი რამ იყო. არ მინდა ხალხის იმედის გაცრუება. ჩვენ გვურჩევნია, უკრაინაში ომი დასრულდეს“, უპასუხა მან. 25 აგვისტოს მოსკოვში…
მედიის თანახმად, კრემლმა ნატოს ერთიანობის შემოწმების მიზნით, შესაძლოა, უკვე 2026 წლის შემოდგომაზე გადაწყვიტოს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის წინააღმდეგ აგრესია.
რუსეთის ხელისუფლება კერძო ბიზნესს ომისგან დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს, პარალელურად კი „სახალხო პრივატიზაციით“ მოქალაქეების საბანკო დანაზოგების ეკონომიკაში გადამისამართებაზე ფიქრობს. ექსპერტების თქმით, ახალი წესები საფრთხეს უქმნის როგორც ბიზნესს, ისე თავად ხელისუფლებას.
2026 წლის ეროვნულ გამოცდებში მინიმალური ზღვრის გადალახვა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საბუნებისმეტყველო საგნებში - ფიზიკასა და ბიოლოგიაში აბიტურიენტების 31%-მა, ქიმიაში 26%-მა და გეოგრაფიაში 23%-მა ვერ შეძლო მინიმალური ქულის მიღება.
უეცარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ ტიბეტისა და ნეპალის სასაზღვრო ოლქები დააზარალა. მისი მიზეზი გახდა მცირე მიწისძვრა, რომელიც დაახლოებით დილის ცხრის ნახევარზე მოხდა. მიწისძვრამ გამოიწვია მეწყერი, რომელიც მთებიდან ჩამოწვა და მდინარეების – ტრიშულის, ბჰოტე-კოსისა და ნარაიანის – კალაპოტები ჩახერგა. მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა და ლაფსა და ქვებთან შერეულმა წყალმა სანაპირო რაიონები დატბორა. მოვლენების…
25-26 აგვისტოს ღამით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. ლიპეცკის ოლქში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა კერძო საცხოვრებელ სახლში. ლიპეცკის ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვის ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი: მამაკაცი და 14 წლის მოზარდი. დაშავდა ორი ქალი. თავდასხმა განხორციელდა ტამბოვის ოლქზეც. რეგიონის ხელმძღვანელის, ევგენი პერვიშოვის თქმით,…
ჩეჩნეთის მეთაურის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროსგან მედალი მიიღო „საბრძოლო თანამეგობრობისთვის“. ადამ კადიროვს 15 წლის ასაკიდან აჯილდოებენ. პირველი ჯილდო მან ყურანის დაწვის საქმეზე გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ნიკიტა ჟურაველის ცემის შემდეგ მიიღო. ცემის ამსახველი ვიდეო რამზან კადიროვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ…
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზს. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოვიდა პირობით, რომ გააძლიერებს საფრანგეთის წარმოებული აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინისთვის - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აგვისტოს, სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში არსებული დეფიციტი. ზელენსკის თქმით, მაკრონთან საუბარი თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მაკრონმა გამოთქვა სურვილი…
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში, ტრადიციული ფასეულობების დაცვის სახელით, ჩნდება სხვადასხვა ინიციატივა, რომელთა მიხედვითაც წყვეტენ, როგორ უნდა ჩაიცვან ქალებმა, რა გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში და ვისთან ჰქონდეთ ურთიერთობა.
თბილისში გაიმართა ტრადიციული, რიგით 36-ე „შაბათის მარში“. რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემდეგ ოპოზიციური მსვლელობა უკვე მეხუთედ შედგა მეტრო „ავლაბრიდან“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე.
„ქართული ოცნების“ ორგზის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხის წერილები ხელისუფლებასა თუ ინსტიტუციებში არსებულ იმ ვითარებას აღწერს, რაზეც სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები წლებია ლაპარაკობენ; მმართველი პარტია კი წლებია უარყოფს.
რუსეთმა ყველა ქვეყანაში დიპლომატიურ უწყებებში გაგზავნა ნოტა, რომლითაც ითხოვს რუსეთის საელჩოებთან აიკრძალოს მიტინგების ჩატარება სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დღეს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქვისლი (ცოლისდის ქმარი) ლევან სანამაშვილი საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გაავრცელა.
16 ადამიანამდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ კრივოი როგის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ "მზიან გალერეაზე" რუსეთის დრონების მიერ მიტანილი ორი იერიშის მსხვერპლთა რიცხვი, დაშავებულია სულ მცირე 130 ადამიანი, მათგან 25 ბავშვია.
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა.
რუსეთის ჯარებმა 21 აგვისტოს, დღისით, უპილოტო საფრენი აპარატებით ორჯერ დაარტყეს კრივოი-როგში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სოლნეჩნაია დოლინას“, განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ვილკულმა. „შეტევა ექსტრემალურად დაბალ სიმაღლეზე ხორციელდება. შესაძლებელია განმეორებითი დარტყმები“, დაწერა მან. თავდასხმის შედეგად, მისი თქმით, ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. სავაჭრო-გასართობი ცენტრის შიგნით…
როგორც Financial Times იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ ამერიკული სატელიტური ინტერნეტის სისტემის, Starlink-ის, გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის. გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში ვიზიტის დროს ტრამპს სთხოვა, კომპანია SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი დაერწმუნებინა, უკრაინისთვის ამის უფლება მიეცა. თუმცა, მაშინ…
2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციების დაანონსების ფონზე, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ „ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია“.
რუსეთში უარესისთვის ემზადებიან: ხალხს ბანკებიდან მილიარდობით რუბლი გააქვს, ცხოვრების გაუარესებას ელის და ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს. ეს პესიმიზმი ზრდის საბიუჯეტო დეფიციტსაც, რომლის შესავსებად კრემლს შესაძლოა ფულის საბეჭდი მანქანის ამუშავება დასჭირდეს.
1995 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი სკანდალით დასრულდა. ფესტივალის ყველაზე რეიტინგული ფილმი, ანგელოპულოსის „ულისეს მზერა“ მთავარი პრიზის, “ოქროს პალმის რტოს“ გარეშე დარჩა.
მხოლოდ 2026 წლის ივლის-აგვისტოში საქართველოში მგზავრებით და მათ შორის, უცხოელი ტურისტებით სავსე ავტობუსი და მიკროავტობუსი მოყვა ავარიაში. პირველ შემთხვევას, ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე, არავინ უმსხვერპლია, მეორე კი, გომის მთაზე, ბელარუსის ოთხი მოქალაქის სიკვდილით დასრულდა.
მეცნიერებმა პერსონალიზებული mRNA თერაპიის მესამე ფაზის კვლევისას პირველად მიიღეს შედეგი, რომელიც აჩვენებს, რომ პაციენტის სიმსივნის გენეტიკურ მახასიათებლებზე მორგებულმა მკურნალობამ, Keytruda-სთან ერთად, შესაძლოა მელანომის დაბრუნებისა და გავრცელების რისკი საგრძნობლად შეამციროს.
იტალიის იარაღის უმსხვილესი მწარმოებელი Leonardo უკრაინაში შვილობილ საწარმოს ხსნის. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება უპილოტო საფრენი აპარატები და ტექნოლოგიები. გარდა ამისა, კომპანია უკრაინაში გამოსცდის თავის ახალ პროექტს - საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კომპლექსურ სისტემა „მიქელანჯელოს გუმბათს“. შვილობილი კომპანია Leonardo Ukraine უკრაინის სავაჭრო რეესტრში ჯერ კიდევ ამ წლის მაისში…
21 აგვისტოს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ პერმის იმ რაიონში, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. მისი მფლობელი კომპანია „ლუკოილია“. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინულ დრონებს იგერიებდნენ. მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა Exilenova+-მა და Supernova+-მა პერმის მცხოვრებთა მიერ გადაღებულ კადრებსა და მათგან მიღებულ…
უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს. უკრაინა მიიჩნევს, რომ ეს „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს ხელმოწერილი დოკუმენტით, სანქცირებული არიან „მაშა და დათვის“ ავტორი სტუდია „ანიმაკკორდი“, მისი დამფუძნებელი, გენერალური…
მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ნგრევა და ხანძრები მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას. რუსეთის ჯარებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით 20-დან 21 აგვისტოს ღამით დაარტყეს. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩუგუევის რაიონის სოფელ ლებიაჟეში დაიღუპნენ 66 და 73 წლის ქალები. კიდევ ორი დაჭრილია. ხანძარი გაუჩნდა ხუთ კერძო სახლს. კიდევ სამი სახლი…
Meta-ს გენერალურმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა, შეიძინა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე XIX საუკუნის გოტიკური სტილის ციხესიმაგრე, რომელიც 200 კილომეტრითაა დაშორებული მისი კომპანიის ევროპული სათავო ოფისიდან. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა - იტყობინება Reuters-ი.
სომხეთის მთავრობამ 2026 წლის 20 აგვისტოს გამოაქვეყნა 2026-31 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება „ნამდვილი სომხეთის“ (სომხეთი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყარაბაღის გარეშე) კონცეფციას და რომლის მიზანია „სომხეთის მეოთხე რესპუბლიკის შექმნა“.
20 აგვისტოს გავრცელებული ცნობით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელი კაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მუშაობდა გაზსადენზე თავდასხმის შესახებ ჰოლივუდის ფილმზე, რომელშიც მთავარ როლებს ედრიენ ბროუდი და შონ პენი ასრულებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ „რუსოფობიის“ კონტექსტში საქართველოში „სერიოზული ინციდენტები მოხდა“, ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს:
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული უცნაური პოსტის შესახებ მოკვლევამ შემდეგი დეტალები გამოავლინა:
ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაძლიერების გეგმა ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს ნაკლებად მოუწევს ქვეყნის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციებთან დაბრუნება, განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ „ცხელი ხაზი“ გახსნა ავტორიტარული ქვეყნებიდან - რუსეთი, ჩინეთი, ირანი - გერმანიაში მყოფი ემიგრანტებისა და დევნილებისთვის.