რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის საერთაშორისო მედია- და სამაუწყებლო ორგანიზაცია, რომელიც ინფომაციით უზრუნველყოფს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიას, ცენტრალურ აზიას, რუსეთს, ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს
ისრაელის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა 27 აგვისტოს წარმოადგინა თავისი პარტიის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ებრაელი მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრ გაზრდას ქვეყნის იმ ორ რეგიონში, სადაც დიდი რაოდენობით ისრაელელი არაბები ცხოვრობენ.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 აგვისტოს დაადასტურა ცნობები, რომლის თანახმადაც ერევანი განიხილას ყაზახეთის მონაწილეობას - ყაზახეთის მხრიდან ინვესტიციას - „ტრამპის მარშრუტის (TRIPP-ის) განვითარების კომპანიაში“.
ევროპული ფეხბურთის ორგანომ, UEFA-მ, მოამზადა საჩივარი, რომელშიც მძაფრი კრიტიკის ქვეშ მყოფი FIFA-ს ხელმძღვანელს ჯანი ინფანტინოს „მართვაში გულგრილობაში “ სდებს ბრალს მსოფლიო ჩემპიონატში კერძო დაფინანსების მოზიდვის მის მიერ უკვე შეჩერებული გეგმის გამო.
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბოლო თანამდებობაზე არასრული ერთი თვე დაყო და პოლიტიკიდან ისე წავიდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" სპეციალურად მისთვის დაგეგმილი კიდევ ერთი ახალი თანამდებობის შექმნა ვეღარ მოასწრო.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ 226 ადამიანს შორის ერთ-ერთი არის ფრიდონ ბუბუტეიშვილი, - დემონსტრანტი, რომელიც 2024 წლის მაისში დააკავეს - „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას.
საქართველოში გერმანიის ახალმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, - განაცხადა 27 აგვისტოს გერმანიის საელჩომ.
ლიბანის განცხადებით, 27 აგვისტოს ქვეყნის სამხრეთზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა ქალი. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ჰეზბოლას” დაარტყეს. მათივე თანახმად, დაჯგუფება, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, სამხრეთში მათ ჯარისკაცებს ღამით დაესხა თავს.
“სუნი გცემს?" - ალისა სადოვნიკოვა ამბობს, რომ ეს კითხვა დაუსვა თავის ქმარს, სერგეის, როცა მათ ივნისის ერთ დილას რუსეთის წყლებიდან თურქეთის წყლებში შეცურეს მსუბუქი ნავით, კაიაკით და ხელნაკეთი აფრით. "ეს თავისუფლების სუნია".
სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალენ სიმონიანის განცხადების თანახმად, სომხეთის ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლაში ხელს არ შეუშლის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის ომისათვის შესაძლო მობილიზაციას გაურბიან.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, - რომელმაც წინა კვირას დაპატიმრებული ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მეგობრად მოიხსენია, - მას ურჩევს, „პოლიტიკური ბრძოლა“ დაიწყოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდეს.
ხალხის უწყვეტი გადასახლება - ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკაა, რომელიც ყველა რესპუბლიკას შეეხო. აფხაზეთში ხშირად ამბობენ, რომ ასე შეიცვალა იქ დემოგრაფიული სურათი ქართველების სასარგებლოდ. თუმცა მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი საარქივო მასალებზე დაყრდნობით სხვა რამეს ჰყვება.
მოსკოვმა კვლავ უარით უპასუხა ერევნის მოწოდებას, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სამართავად დაუბრუნოს ან „მესამე, ნეიტრალურ მხარეს“ გადასცეს „სომხეთის რკინიგზა“, - რაც პრემიერ-მინისტრის „სომხეთის მეოთხე რესპუბლიკის“ ახალი საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია.
ბულგარეთის პლაჟებზე უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი დრონი იპოვეს ვარნასთან ახლოს, შავი ზღვის სანაპიროზე. მასში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა და სამხედროებმა ის ვარნის სამხედრო-ზღვის ბაზაზე გადაიტანეს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 26 აგვისტოს. მეორე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს ქალაქ პომორიესთან ახლოს, ზღვაში, და ის ადგილზევე გაანადგურეს. მესამე…
ბუდაპეშტი ახლა - უნგრეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ - რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს უნგრეთისთვის, ევროპისთვის და „გლობალური წესრიგისთვის“. ამის შესახებ ნათქვამია უნგრეთის მთავრობის მითითებებში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის დელეგაციისთვის. სესია სექტემბერში გაიმართება. დოკუმენტს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი და იგი 25 აგვისტოს გამოქვეყნდა უნგრეთის ოფიციალურ უწყებარში Magyar…
ოკუპირებულ დონეცკში აფეთქებების ხმა გაისმა, იუწყებიან ადგილობრივი და სამონიტორინგო არხები. ქსელში ვრცელდება ქალაქში გადაღებული კადრები. მათში ჩანს, როგორ ადის ცაში კვამლი. უკრაინული სამონიტორინგო არხი Exilenova+ წერს, რომ ქალაქზე იერიში მიიტანეს რამდენიმე რაკეტით, სავარაუდოდ, FP-5 „ფლამინგოთი“. ოფიციალურად არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს დარტყმების შესახებ არ განუცხადებია. Exilenova+ წერს, რომ…
რადიოწამყვან გლენ ბეკთან სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს „რუტინული“ უწოდა კითხვაზე საპასუხოდ, უკავშირდებოდა თუ არა ეს ვიზიტი რუსეთ-უკრაინის ომს. „ეს ჩვეულებრივი, რუტინული ვიზიტისმაგვარი რამ იყო. არ მინდა ხალხის იმედის გაცრუება. ჩვენ გვურჩევნია, უკრაინაში ომი დასრულდეს“, უპასუხა მან. 25 აგვისტოს მოსკოვში…
მედიის თანახმად, კრემლმა ნატოს ერთიანობის შემოწმების მიზნით, შესაძლოა, უკვე 2026 წლის შემოდგომაზე გადაწყვიტოს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის წინააღმდეგ აგრესია.
რუსეთის ხელისუფლება კერძო ბიზნესს ომისგან დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს, პარალელურად კი „სახალხო პრივატიზაციით“ მოქალაქეების საბანკო დანაზოგების ეკონომიკაში გადამისამართებაზე ფიქრობს. ექსპერტების თქმით, ახალი წესები საფრთხეს უქმნის როგორც ბიზნესს, ისე თავად ხელისუფლებას.
სექსუალურ ძალადობაზე გამოძიება სისხლის სამართლის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, კაცის გარდაცვალებაზე კი თვითმკვლელობის მუხლით.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული კანდიდატები არიან: მარატ კამბოლოვი, დაბადებული 1965 წელს, წარდგენილი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.ზურაბ კოკოევი, დაბადებული 1960 წელს, პოლიტიკური პარტია ერთიანობის კანდიდატი. მურატ ვალიევი, დაბადებული 1989 წელს, რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია ალანიის პატრიოტების კანდიდატი. ყაზბეკ კოდოევი, დაბადებული 1974 წელს,…
მედიაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ცნობები 22 აგვისტოს გამოჩნდა - პოლიცია დმიტრი მენიაევის ბინაში მას შემდეგ შევიდა, რაც მეზობლებმა შეტყობინება გააკეთეს მათ მახლობლად მძაფრ სუნზე. როგორც ოჯახი ამბობს, გარეგნულად ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 23 აგვისტოს საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა კანადას, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის ფონზე შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოვიდა პირობით, რომ გააძლიერებს საფრანგეთის წარმოებული აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინისთვის - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აგვისტოს, სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში არსებული დეფიციტი. ზელენსკის თქმით, მაკრონთან საუბარი თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მაკრონმა გამოთქვა სურვილი…
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში, ტრადიციული ფასეულობების დაცვის სახელით, ჩნდება სხვადასხვა ინიციატივა, რომელთა მიხედვითაც წყვეტენ, როგორ უნდა ჩაიცვან ქალებმა, რა გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში და ვისთან ჰქონდეთ ურთიერთობა.
თბილისში გაიმართა ტრადიციული, რიგით 36-ე „შაბათის მარში“. რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემდეგ ოპოზიციური მსვლელობა უკვე მეხუთედ შედგა მეტრო „ავლაბრიდან“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე.
„ქართული ოცნების“ ორგზის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხის წერილები ხელისუფლებასა თუ ინსტიტუციებში არსებულ იმ ვითარებას აღწერს, რაზეც სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები წლებია ლაპარაკობენ; მმართველი პარტია კი წლებია უარყოფს.
რუსეთმა ყველა ქვეყანაში დიპლომატიურ უწყებებში გაგზავნა ნოტა, რომლითაც ითხოვს რუსეთის საელჩოებთან აიკრძალოს მიტინგების ჩატარება სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დღეს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქვისლი (ცოლისდის ქმარი) ლევან სანამაშვილი საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გაავრცელა.
16 ადამიანამდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ კრივოი როგის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ "მზიან გალერეაზე" რუსეთის დრონების მიერ მიტანილი ორი იერიშის მსხვერპლთა რიცხვი, დაშავებულია სულ მცირე 130 ადამიანი, მათგან 25 ბავშვია.
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა.
გერმანიის შიდა დაზვერვის თანამშრომლებმა ბერლინის მიმდებარე ტყეში „პროფესიონალურად მოწყობილი“ სამალავი აღმოაჩინეს, სადაც ორი დატენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ინახებოდა. ამის შესახებ გამოცემები Spiegel და Süddeutsche Zeitung წერენ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბერს დაგეგმილი „საპრეზიდენტო არჩევნებიდან“ მოხსნა პარტია „ირი ფარნის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, „სახელმწიფო დაცვის“ ყოფილი თანამშრომელი ხოხ ჩოჩიევი.
სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა დაადასტურა, რომ გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა ქალაქ ჩაპაევსკში რუსული კომპანია Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრს დაარტყეს.
რუსეთის ჯარებმა 21 აგვისტოს, დღისით, უპილოტო საფრენი აპარატებით ორჯერ დაარტყეს კრივოი-როგში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სოლნეჩნაია დოლინას“, განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ვილკულმა. „შეტევა ექსტრემალურად დაბალ სიმაღლეზე ხორციელდება. შესაძლებელია განმეორებითი დარტყმები“, დაწერა მან. თავდასხმის შედეგად, მისი თქმით, ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. სავაჭრო-გასართობი ცენტრის შიგნით…
როგორც Financial Times იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ ამერიკული სატელიტური ინტერნეტის სისტემის, Starlink-ის, გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის. გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში ვიზიტის დროს ტრამპს სთხოვა, კომპანია SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი დაერწმუნებინა, უკრაინისთვის ამის უფლება მიეცა. თუმცა, მაშინ…
2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციების დაანონსების ფონზე, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ „ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია“.
რუსეთში უარესისთვის ემზადებიან: ხალხს ბანკებიდან მილიარდობით რუბლი გააქვს, ცხოვრების გაუარესებას ელის და ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს. ეს პესიმიზმი ზრდის საბიუჯეტო დეფიციტსაც, რომლის შესავსებად კრემლს შესაძლოა ფულის საბეჭდი მანქანის ამუშავება დასჭირდეს.
1995 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი სკანდალით დასრულდა. ფესტივალის ყველაზე რეიტინგული ფილმი, ანგელოპულოსის „ულისეს მზერა“ მთავარი პრიზის, “ოქროს პალმის რტოს“ გარეშე დარჩა.
მხოლოდ 2026 წლის ივლის-აგვისტოში საქართველოში მგზავრებით და მათ შორის, უცხოელი ტურისტებით სავსე ავტობუსი და მიკროავტობუსი მოყვა ავარიაში. პირველ შემთხვევას, ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე, არავინ უმსხვერპლია, მეორე კი, გომის მთაზე, ბელარუსის ოთხი მოქალაქის სიკვდილით დასრულდა.
მეცნიერებმა პერსონალიზებული mRNA თერაპიის მესამე ფაზის კვლევისას პირველად მიიღეს შედეგი, რომელიც აჩვენებს, რომ პაციენტის სიმსივნის გენეტიკურ მახასიათებლებზე მორგებულმა მკურნალობამ, Keytruda-სთან ერთად, შესაძლოა მელანომის დაბრუნებისა და გავრცელების რისკი საგრძნობლად შეამციროს.
იტალიის იარაღის უმსხვილესი მწარმოებელი Leonardo უკრაინაში შვილობილ საწარმოს ხსნის. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება უპილოტო საფრენი აპარატები და ტექნოლოგიები. გარდა ამისა, კომპანია უკრაინაში გამოსცდის თავის ახალ პროექტს - საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კომპლექსურ სისტემა „მიქელანჯელოს გუმბათს“. შვილობილი კომპანია Leonardo Ukraine უკრაინის სავაჭრო რეესტრში ჯერ კიდევ ამ წლის მაისში…
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატთან დაკავშირებით განცხადებები იყოს ზედმიწევნად ზუსტი. იურისტი საგამოძიებო უწყებას საჯაროდ, „ფეისბუკით“ მიმართავს.