უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესისთვის, მათ შორის, კრეატიული იდეები აქვს. სიბიგამ ამის შესახებ კიევში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამშვიდობო ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს, რადგან პროცესი…
ზუგდიდი-ხობის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სამარის რეგიონში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანეს. ზელენსკის თქმით, ასევე დადასტურდა ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე, რუსული „სუ-24მ“ ტიპის თვითმფრინავის განადგურება. პრეზიდენტის განცხადებით, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი…
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებით დადასტურდა მმართველი გუნდის შეფასება, თითქოს ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გაძარცვა. მაჭავარიანი ამ განცხადებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა. წითლიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია…
აშშ-მა ზოგიერთი კანადური საქონლის იმპორტზე 50%-იანი ტარიფები დააწესა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ოტავამ ახალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. Reuters-ის ინფორმაციით, ახალი ტარიფები დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელს, მათ შორის ჰოკეის ხის ჯოხებს, შეეხება. ეს აშშ-ში კანადის ექსპორტის 5%-ზე ოდნავ მეტია. სააგენტოს შეფასებით, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ…
უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში, სავაჭრო ცენტრთან, რუსული დარტყმის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის ნანგრევებიდან გაწმენდისა და ადამიანების ძებნის სამუშაოები გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ცნობილია 16 დაღუპულისა და 130 დაშავებულის შესახებ. მისივე ინფორმაციით, 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სამაშველო ოპერაციაში სახელმწიფო…
შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესება გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ქვეყნის წინააღმდეგ უკანონო „ეკონომიკური ომის“ გაგრძელება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაღაი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი განცხადებით, არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია კანონიერად აიძულოს უცხოური ბანკები, საწარმოები ან აეროპორტები, უარი თქვან მესამე…
ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, უკრაინის დროშა აღიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დროშა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის მზადების ფარგლებში აღიმართა. „უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ვემზადებით და ბრიუსელში უკრაინის დროშას ვწევთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის…
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის დაწესებული საიმიგრაციო ვიზების აკრძალვა გააუქმა. მოსამართლემ დაადგინა, რომ აღნიშნული პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცდება. 61-გვერდიან გადაწყვეტილებაში მოსამართლემ ასევე უარყო ადმინისტრაციის…
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე ორი დრონით თავდასხმა განახორციელეს, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა და 130 დაშავდა. დაშავებულთა შორის 23 ბავშვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ხუთი გარდაცვლილის შესახებ იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 29 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხუთი ბავშვია.…
“ ფინეთის თავდაცვის სამინისტრო რუსულ სამხედრო თვითმფრინავს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს, “ - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ინციდენტი ფინეთის ყურის დასავლეთ ნაწილში მოხდა, რაზეც გამოძიება უკვე დაწყებულია. ფინური მხარე აღნიშნავს, რომ რუსული Il-20 ტიპის თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით სამი წუთის…
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები 18 ან 25 ოქტომბერს გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. „ერთ მხარეს იქნება მმართველი სერბეთის პროგრესული პარტია თავისი საარჩევნო სიით, მეორე მხარეს კი ყველა სხვა პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. სერბეთში…
“ ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა - ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ, “ - ამის შესახებ თბილისის მერმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კახა კალაძემ თავის ვიდეომიმართვაში…
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის დროს უკრაინულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90% ჩამოაგდეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით მდგომარეობა „გაცილებით უარესადაა“. მისივე თქმით, უკრაინას პარტიორებისგან „პეტრიოტის“ სისტემისთვის რაკეტები სჭირდება. „კიევსა და რეგიონში – ბორისპილში, ბროვარიში – რუსული დარტყმის შემდეგ…
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან სანქციების გამკაცრების მუქარა ომისა და სამხედრო აგრესიის მონეტის მეორე მხარეა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების დაწესების ბრძანების გამცემი ან განმხორციელებელი პირები სისხლისსამართლებრივ დევნას და დასჯას ექვემდებარებიან. „ამ უკანონო ქმედების შედეგებსა და მისგან გამოწვეულ გავლენებზე…
“ სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის ქვეყნები, სადაც კლინიკურმა რუსოფობიამ მმართველი ელიტის დიდი ნაწილი დააინფიცირა, “ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა მაქსიმ რაიდერმა განაცხადა. „ყველაზე დიდ შეშფოთებას ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი იწვევს. იქ უკრაინის მხარდამჭერებისთვის სრული თავისუფლებაა“, - აღნიშნა…
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ანიმაციურ სერიალ „მაშა და დათვი“ შექმნაში მონაწილეობდნენ. „სანქციები დაწესდა ხუთი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში. ანიმაცია ავრცელებს პრორუსულ…
უსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან 18 წელი გავიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები: ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე მომავალი წევრები - ავსტრია და პორტუგალია ავრცელებენ. განცხადებაში…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი…
2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შვილის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით ყოველ ორშაბათს პროკურატურასთან აქციას აანონსებს. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს. „ყოველ ორშაბათს, დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მე ვიქნები პროკურატურასთან, ორთაჭალაში და მოვითხოვ სიმართლის დადგენას! ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას! ყველას განსაკუთრებით დედებს,…
“ აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი გლობალურ ეკონომიკასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, “ - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. აბას არაღჩი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ „უპრეცედენტო ეკონომიკური იზოლაციის“ გამოცხადებას გამოეხმაურა. „ე.წ. ეკონომიკური D-Day ყურადღების გადატანას წარმოადგენს თავად ამერიკის კრიზისიდან: უპრეცედენტო ვალიდან და…
“ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები განალაგა,” - ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა X-ზე ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის აქტივობის გამო, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებს, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციის ოპერაციები დაიწყო“, - აღნიშნულია…
უკრაინის დედაქალაქში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა- ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. „დედაქალაქზე მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა“, – განაცხადა კლიჩკომ. რუსების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრელებს. დაშავდა 30-ზე…
ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს, - ასე ეხმაურება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს. „საგანგებო სიტუაციების სამსახურები რუსების დარტყმების ადგილებზე მუშაობას განაგრძობენ. ეს მასშტაბური თავდასხმა იყო, რომლისთვისაც რუსები დიდხანს ემზადებოდნენ სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური…
უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც 103 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე რუსული ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და ეროვნული გვარდიის დამცველები. გათავისუფლებულებს შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ უკრაინას…
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა” და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია კულტურული…
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას „სულ უფრო სასოწარკვეთილი რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან აბსურდულ პროპაგანდად“ აფასებს. „უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული წარუმატებელი დამპყრობლური ომის გამო რუსეთში სულ უფრო მძაფრი ეკონომიკური და სოციალური შედეგების ფონზე, კრემლი სასოწარკვეთილად…
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ. "სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა", - ციტირებს „რუსთავი 2“ მამუკა მდინარაძის პრესსამსახურის კომენტარს. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ციხიდან წერილი გაავრცელა. წერილში ირაკლი…