მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დრონები სხვადასხვა დროს კვეთდნენ საზღვარს უკრაინიდან მოლდოვისკენ და ისევ უკან, უკრაინისკენ ბრუნდებოდნენ ან რადარებიდან ქრებოდნენ. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უნებართვო შეჭრის ფაქტები რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების…
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს, ტიბეტის გირონგის ოლქში, სულ მცირე 3 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული და 265 ადამიანი დაკარგულად ითვლება. შესაბამისად, საზღვრის ორივე მხარეს დადასტურებული მსხვერპლი ამ დროისთვის სულ მცირე 160 ადამიანია, თუმცა მაშველები შიშობენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ნეპალში…
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2026 წელი: 17 862 სტუდენტი 2025 წელი: 19 853 სტუდენტი თუმცა, საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტთა სრული ოდენობა, შარშანდელთან შედარებით, მხოლოდ 1.68%-ით შემცირდა – 2025 წელს 29 987 სტუდენტი…
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გზირიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ეს კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება. „მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება 3 141-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. NAEC-ის მიერ დღეს, 25 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაცით, მათგან 1 322 გამოსაცდელი სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1 819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა. 2026 წელს,…
უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა – ამის ამსახველი კადრები და ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება. მოსახლეობის თქმით, ადგილზე სულ მცირე 10 აფეთქების ხმა გაიგონეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ამ დრომდე ძლიერი ხანძარია.ცნობილია, რომ Wildberries-ის კოტოვსკში მდებარე ობიექტი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური…
1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და წერს, რომ ახალი სქემის თანახმად, რიგ ქუჩებზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ასევე, შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა. მერიის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება…
შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა – ამის შესახებ სტატიას გამოცემა The Gurdian ავრცელებს და წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯი ტრამპის კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია როგორც კანონიერი, ისე არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ. Financial Times-ი იტყობინება, რომ აპლიკანტებს, რომლებსაც გასაუბრება უკვე დანიშნული ჰქონდათ, შეხვედრების…
აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას РБК Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. Flightradar24-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი მერილენდის შტატში მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან 23 აგვისტოს აფრინდა, თავდაპირველად ის რიგაში ჩაფრინდა, სადაც ორი დღე გაატარა, შემდეგ კი პირდაპირ…
ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული ექსპრემიერი. ღარიბაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ამის შესახებ გუშინ ივანიშვილის გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა. ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.…
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს – ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ეროვნული ცენტრი ცნობით, ჩარიცხულთაგან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 862 აბიტურიენტი ისწავლის. „2026 წელს…
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და ფიზიკურად…
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი – ინფორმაციას CNN უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორის ვადიმ სკიბიცკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ახალი ტალღა, რომელიც რუსეთში უკვე 8 500 ადამიანს შეადგენს, მოიცავს დრონების დანაყოფს, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე…
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე ხანძარია.ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვოლგისპირეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ქარხანა აწარმოებს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტს,…
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა დიდ ნაკადთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა შემოვიდნენ არა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურასთან, ჰიბრიდულ ოპერაციებსა და საინფორმაციო კამპანიებთან დაკავშირებული მოქალაქეებიც. დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი შალვა…
“რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იღებს. ჩვენ ვმუშაობთ წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის ანტიბალისტიკურ შესაძლებლობებს. უკრაინას უნდა ჰქონდეს საშუალება, თავიდან აიცილოს ადამიანთა სიცოცხლის დანაკარგი. ეს ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტია” – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა…
ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. აქ საქმე გვაქვს რაღაც გარკვეულ ჯგუფთან, ვინც ცდილობს, რომ რაღაც პროვოკაცია ჩამოაგდოს. განსაკუთრებით მენიშნა ოჯახთან დაკავშირებულ უსაფრთხოების თემებზე როცა იყო საუბარი. ვინ ვინ და თვითონ ბატონი ღარიბაშვილიც არის შემოქმედი, იმიტომ რომ ის იყო ჩვენი გუნდის, […] The post ზარქუა…
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00 საათზე შეხვედრაზე დაიბარეს. დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17:00 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ…” – წერს თეონა თამაზაშვილი. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას 19 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით მიმართა.…
საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა და რუსული ნარატივების გავრცელებას ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებენ. ხელმომწერები მკაცრად გმობენ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაჟღერებულ გზავნილებს და საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად…
2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ…
რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო გამშვები პუნქტის, „ტაბაკის“ ინფრასტრუქტურაზე. დაზიანდა გამშვები პუნქტის შენობები და კონსტრუქციები. ობიექტებზე გაჩენილი ხანძრების ლოკალიზება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. ამ დროისთვის „ტაბაკის“ პუნქტის გავლით…
“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში რუსების მორიგი შემოსევა დაიწყო. გუშინ ოცი ათასმა რუსმა გადმოკვეთა საზღვარი და აქ დასახლების მიზნით, კიდევ რამდენიმე ათეული ათასია საზღვარს მომდგარი, სულ მოსალოდნელია 200 ათასზე მეტი. ეს იმის დამატებით, რომ აქ უკვე ივანიშვილმა 120 ათასი დაამკვიდრა. ის რომ ეს ხალხი ძირითადად…
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ის ყოველ ორშაბათს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პროკურატურის შენობასთან იქნება და სიმართლის დადგენას მოითხოვს. თეონა თამაზაშვილი მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი დედებს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის ორშაბათს…
20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 32-ზე მეტი კი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა ცხრა-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს, რის შედეგადაც…
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ეკონომიკური ოპერაციის დაწყება” გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანთან ბიზნესსაქმიანობას ეწევა “უშველებელი უარყოფითი ეკონომიკური შედეგების” წინაშე აღმოჩნდება. “ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის არავის მიუცია იმაზე მეტი შესაძლებლობა, ვიდრე – მე. მათთვის ტრაგიკულად, ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. მაშასადამე, დღეს ყველაზე…
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. – ამის შესახებ ინფორმაციას კირვალიძის ადვოკატი, ბორის ყურუა ავრცელებს. „გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება უნდა ბრალდების მხარეს. ხვალ, 4 საათზე, იქნება სხდომა სააპელაციო სასამართლოში. მოთხოვნა ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია“ – წერს ბორის ჩელე ყურუა. 4…
მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება შეტევაზე გადასვლა. თუმცა, ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, როდესაც პირადად მე და ხელიუსიფლების სხვა წევრები ისე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორფუციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის…
მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით ხსნის, ირკვევა, რომ ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს – ერთ ადამიანს მაქსიმუმ 20 ლიტრამდე ბენზინის გადატანის უფლება აქვს. არსებული განმარტებით, შეზღუდვის მიზანი არაკონტროლირებადი ვაჭრობის თავიდან აცილებაა. ადამიანები, რომლებიც…
ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე – გარდაცვლილი გოგოს მამა “ოცნების” 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ხელს მაშინდელი სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს ადებს და ამტკიცებს, რომ სწორედ მათ შეუწყვეს ხელი, რომ 23 წლის გოგოს ბურუსით მოცული გარდაცვლაბეის საქმე არ გამოძიებულიყო. კაცი ამტკიცებს, რომ სწორედ ვახტანგ გომელაურის მინისტრობის…
“დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში.” – ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე TV პირველთან.”მოვიდა დრო” [ასევე ითარგმნება, როგორც: “ჩვენს დრომდე”, “წამოვიდა დროზე”]. ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია. დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის…
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს თბილისის დროით 09:24 საათზე, დმანისიდან დასავლეთით 15კმ-ში, სოფელი მამიშლარიდან 2კმ-ში მოხდა 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. The post საქართველოში მიწისძვრა მოხდა appeared first on ODISHINEWS .