RSS Amplifier

News source

newsreport.ge

საინფორმაციო პორტალი

newsreport.geSource feed ↗64 articles

Overdue Last read · last published · next check
Last read 15 hours ago, longer than this feed's 1 hour schedule.

Written by

Latest articles

ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. “შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება.” – ნათქვამია პრესამსახურის განცხადებაში. The…

კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან, – ამის შესახებ საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ…

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

“ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს. „ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში…

მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა – სამადაშვილი

“მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა ” – ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას. „მგონია, რომ ყველაზე სულელ და მიამიტ ადამიანსაც კი ამ ქვეყნად არ შეიძლება სჯეროდეს, რომ მდინარაძემ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. როგორც ჩანს, მას პირობები წაუყენეს…

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ მანქანაში აფეთქდა

სანქტ-პეტერბურგში საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ ავტომობილში ააფეთქესის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მისი მეუღლე, რომელიც საავადმყოფოშ გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად წყვილმა ფეხები დაკარგეს. Telegram-არხ Exilenova+-ის ცნობით, ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს…

” ივანიშვილი და კობახიძე თავიდანვე არ დამთანხმდნენ, მაგრამ დავარწმუნე” – მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის

ჯერ წუხელ პრემიერს დიდი ხნის განმავლობაში ვუსაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ სამ ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო… ბევრი საკითხი… ისეთი ასაკის შვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება გარეთ დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს ხოლმე, საერთოდ, ხანდახან არის რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა, რაც […]…

ეფექტურად უნდა ჩამოვაგდოთ ის რაკეტები, რომლებსაც მოსკოვი ასე ებღაუჭება – ზელენსკი

„რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი საპასუხო ზომები. ამ კვირაში ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამას დაემატოს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის დამატებითი პაკეტები, პირველ რიგში PURL-ის მეშვეობით. ყველაფერი, რაც აძლიერებს ჩვენი ცის დაცვას,…

რა ხდება ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე — სტიქიის შემდეგ ახალი წყალდიდობის საფრთხეა

ნეპალში, ტიბეტის საზღვართან ახლოს, უეცარი წყალდიდობებისა და მეწყრების შემდეგ მასშტაბური საგანგებო ოპერაცია მიმდინარეობს. რა ვიცით ამ დროისთვის: ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად თითქმის 1,500 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 700-ზე მეტი უცხოელია. ნეპალში დაღუპულთა რაოდენობამ 165-ს მიაღწია, თუმცა ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვი…

ცნობილი მსახიობი, ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით „The Rocky Horror Picture Show“-ში დოქტორ ფრენკ-ენ-ფურტერის როლით გაიცნო, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტიმ კარის გარდაცვალება მისმა ხანგრძლივმა მენეჯერმა და მეგობარმა, მარსია ჰარვიცმა, დაადასტურა. მისი განცხადებით, მსახიობი 25 აგვისტოს ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და…

27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე…

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის გურჯაანის იზოლატორშია გადაყვანილი. „აქცია რომ დამთავრდა, მთავრობის ადმინისტრაციასთან ავიდა და ადმინისტრაციის წინ შემაღლებულზე იყო ჩამომჯდარი და ამბობს, რომ ტელეფონში სუდოკუს ვთამაშობდიო. ეცვა მაისური [წარწერით]. ჩემთვის ვიჯექი, არანაირი…

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ. “არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო. ან უბედური შემთხვევაა ან დანაშაული, მე თვითმკვლელობას ვერ განვიხილავ. […] თუკი დადგინდა, რომ…

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია – ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ხოლო ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ნეპალის ტურიზმის უწყების წინასწარი მონაცემებით, დაკარგულთა რაოდენობა 384 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 291 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 93 — ნეპალის…

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით მარიონეტულ რეჟიმებს ეს თარიღი მიულოცა. „26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ დღესასწაულს,…

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია” – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას. “საქართველო ჯერჯერობით არ აღიარებს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ორი ახალი სახელმწიფოს აღიარება და…

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს, სარაკეტო დანადგარს, სამხედრო ობიექტს და ლოგისტიკურ ობიექტებს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს. კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე – რუსეთის ნავთობის…

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ, ასევე ვერ მოხვდნენ პროფესიულ სასწავლებლებში, რადგან არ ჰქონდათ არჩეული შესაბამისი პროფესიული პროგრამა. მათივე ცნობით, მეხუთე დონის პროფესიული პროგრამებისთვის NAEC-ის ტესტირების გავლა იქნება საჭირო, ხოლო…

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ დაუფლების მიზნით, თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა და ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადეს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ…

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ ტელეკომპანია Geo TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ხანძარი დილით, საავადმყოფოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილების მესამე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს იქ 16 ახალშობილი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი ბავშვის…

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა, გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. პარტონს სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და, მისი თქმით, ექიმებმა რამდენიმე პროცედურის ჩატარება ურჩიეს. დოლი პარტონი ქანთრი და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზების წევრი და სიმღერების…

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული, უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, — იტყობინება 22 აგვისტოს გაზეთი The Telegraph. გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანელ ჰაკერებს გაერთიანებულ სამეფოში მსგავსი ობიექტის მუშაობის შეჩერება შეძლეს. ელექტროსადგური ოთხი დღის განმავლობაში არ…

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში – ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია და 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა გამოიძახეს – მათი ეჭვი დაკეტილი ბინიდან გამოსულმა სპეციფიკურმა სუნმა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ვერსიით, ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით…

ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან, სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით შეკვეთილი მკვლელობებისთვის უნდა გამოეყენებინათ. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გასული წლის ოქტომბერში შიდა…

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს–CNN

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ. კომპანიები უკვე ატარებენ კლინიკურ კვლევებს ფილტვის, შარდის ბუშტის, თირკმლის, პანკრეასისა და კუჭის კიბოს შემთხვევაში. პარალელურად, Roche და BioNTech საკუთარ პერსონალიზებულ mRNA-თერაპიას ცდიან მსხვილი ნაწლავისა და…

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან ვანდენკერკჰოვის დედა ბელგიელი მომღერალია, რომელსაც 1990-იან წლებში პრინც ლორანთან ურთიერთობა ჰქონდა. მან შვილს მამის ვინაობა მხოლოდ 16 წლის ასაკში, დაახლოებით ათი წლის წინ გაუმხილა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ, დნმ-ის ტესტის […]…

შვეიცარიის ალპებში სუპერმდიდრებისთვის მიწისქვეშა საცავებს აშენებენ – ფასები ნახევარი მილიონი ფრანკიდან იწყება

შვეიცარიის ალპების ქვეშ, ას მეტრზე მეტი სისქის კლდის სიღრმეში, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანებისთვის გიგანტურ მაღალდაცულ საცავებს აშენებენ. იქ შესაძლებელი იქნება ოქროს, ხელოვნების ნიმუშების, ძვირადღირებული ავტომობილების, ღვინის კოლექციებისა და კონფიდენციალური მონაცემების შენახვა. პროექტის ავტორები უსაფრთხოების დონეს შვეიცარიის ეროვნული ბანკის დაცვას ადარებენ. Brünig Mega Safe შვეიცარიის ცენტრალურ…

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული ორმაგი დარტყმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. „მასთან ჩვენი შეშფოთება და ემოცია გამოვხატე.…

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის ვითარების გართულებასთან ერთად, კიევი, მისი შეფასებით, უფრო სასტიკ და ბარბაროსულ თავდასხმებს ახორციელებს. ამის შესახებ პუტინმა 22 აგვისტოს მოსკოვში, პარტია „ერთიანი რუსეთის“ XXIII ყრილობის მეორე ეტაპზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გრძელდება და ფრონტზე…

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი და აეროდრომზე განთავსებული ოთხი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს. უკრაინის იერიშის ერთ-ერთი სამიზნე რუსეთის სამარის ოლქში, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც იყო. ქარხანა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1 000 კილომეტრში…

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ახალი, მათ შორის კრეატიული იდეები აქვს.სიბიგამ ამის შესახებ კიევში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამშვიდობო პროცესში მაქსიმალური გააქტიურებაა საჭირო,…

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის შექმნას გეგმავს, რისთვისაც, სავარაუდოდ, თითქმის 12 მილიარდი ევრო იქნება საჭირო. ამის შესახებ POLITICO თავდაცვის სამინისტროს შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. დოკუმენტების თანახმად, გერმანიის გეგმაში შედის როგორც ფრთოსანი რაკეტები, ისე Tomahawk-ის ტიპის რაკეტები და მომავალში ჰიპერბგერითი იარაღის შესყიდვაც. ახალი შეიარაღება…

75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა აშშ–ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა. ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც ვიზების გაცემის აკრძალვა მხოლოდ…

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა. ანკარა ისრაელის ლიდერებს გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, წამებასა და საერთაშორისო წყლებში აქტივისტების უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს. ამ ნაბიჯს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია განცხადებით გამოეხმაურა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი…

ღარიბაშვილის ოჯახის წევრის, მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან – ადვოკატი

ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს. “გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე- ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!!! მიზეზი- გასაგებია. ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს. ვინ იქნება შემდეგი???”, – წერს ლილი…

ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს – დააკავეს 2 პირი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ერთ-ერთი ბანკის…

რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ – ზელენსკი

“ეს რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ”- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსების მიერ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 პირი. “კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ, ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დიდი…

სლოვენიაში პრეზიდენტის რუსეთის დაზვერვასთან შესაძლო კავშირების გამო სკანდალია

პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტი აპირებს სლოვენიის სადაზვერვო სამსახურს, SOVA-ს, მოსთხოვოს ინფორმაცია პრეზიდენტ ნატაშა პირც-მუსარის რუსეთის სადაზვერვო ქსელთან შესაძლო კავშირების შესახებ. ერთ-ერთმა დეპუტატმა უკვე მოითხოვა, რომ პრეზიდენტს დროებით შეუჩერდეს წვდომა სადაზვერვო და საიდუმლო ანგარიშებზე. ეჭვების საფუძველი პრეზიდენტის ძველი მეგობარი ვიქტორია კრივოლუცკაიაა — რუსული წარმოშობის სლოვენიის…

აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც აშშ-ში საბაჟო გადასახადების სახით ჰქონდათ გადახდილი, — ამის შესახებ ბიზნესჟურნალი Die Wirtschaftswoche წერს. თანხების დაბრუნება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დამატებითი ტარიფები უკანონოდ ცნო. ყველაზე დიდი თანხა — 416 მილიონი ევრო…

„ეს უკვე მეორე ტალღაა“–როგორ ვითარდება რუსეთში საწვავის კრიზისი

რუსეთში აგვისტოს დასაწყისში საწვავის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო — რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის გახშირებული დარტყმების ფონზე. მოსახლეობა კვლავ ჩივის ავტოგასამართ სადგურებზე რიგებზე, ფასების ზრდასა და ბენზინის ხარისხზე. მედიის გამოთვლებით, საწვავთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ რუსეთის სულ მცირე 25 რეგიონში ჩივიან. დეფიციტს მოსკოვიც შეეჯახა. ანექსირებულ ყირიმში კი კრიზისის…

პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების საფუძველს ვერ ხედავს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმზე ხელახალი გამოძიების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე…

იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგულად გამოცხადებული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.გოგა ბულია, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, გარდაცვლილი პოლიციამ ნახა. ამის შესახებ გვერდი “მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს.მანამდე სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, თეა გოდერიძე, დახმარებას ითხოვდა და წერდა, რომ მეუღლე წინა დღეს დაიკარგა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა…

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი შეაქო. გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით დახურული სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს რუსეთისა და საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლებმა. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ ვრცლად ისაუბრა…

რუსეთი თავის დაწყებულ ომს აგებს და პასუხად მოსახლეობას იღებს მიზანში – ლაიენი

კიევზე რუსეთისიერიშის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინის ანტიბალისტიკური თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობენ და ამ მხრივ კიევისთვის დახმარების გაწევა ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. “რუსეთი მის მიერვე დაწყებულ ომს აგებს და ამის პასუხად მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იღებს მიზანში.” – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა…

ცეცხლაძის გავრცელებული ინფორმაცია ციხეში არსებულ მდგომარეობაზე სიცრუეა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ სიცრუეა. “მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე სასჯელის მოხდის მიზნით განთავსებულია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც, ისევე როგორც ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები და ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ…

2 თვე გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გთხოვთ, ერთად მოვითმინოთ – კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე

2 თვე გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გთხოვთ, ერთად მოვითმინოთ – განაცხადა კახა კალაძემ. „სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური და ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი,…

მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზე

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. აქ საქმე გვაქვს რაღაც გარკვეულ ჯგუფთან, ვინც ცდილობს, რომ რაღაც პროვოკაცია ჩამოაგდოს. განსაკუთრებით მენიშნა ოჯახთან დაკავშირებულ უსაფრთხოების თემებზე როცა იყო საუბარი. ვინ ვინ და თვითონ ბატონი ღარიბაშვილიც არის შემოქმედი, იმიტომ რომ ის იყო ჩვენი გუნდის, […] The post მგონია,…

დააკავეს 5 პირი, რომლებმაც ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი გასტაცეს

შსს-ს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეს, მას პირადი ნივთები, მათ შორის, ძვირადღირებული მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა…

ვუჩიჩი: სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, ტელეკომპანია RTS-ის ეთერში განაცხადა. კენჭისყრა 18 ან 25 ოქტომბერს ჩატარდება — დაგეგმილ ვადაზე ერთ წელზე მეტი ხნით ადრე. ვუჩიჩის თქმით, არჩევნების ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ივნისის ბოლოს სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ…

აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს – სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 20 აგვისტოს, CNBC-სთან ინტერვიუში, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს  — ეს იქნება მისი სიტყვებით „ორმაგი დარტყმა”: ბლოკადასთან ერთად, აშშ ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დააწესებს, რაც, მისი თქმით, „იმუშავებს“ ირანის მიმართაც, ისევე როგორც ვენესუელასა და კუბაში. დეტალები 24 აგვისტოს გამოცხადდება —…

მოსკოვი თბილისისგან ახალი რეალობის აღიარებას, ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას და დამნაშავეების დასჯას ელის

მოსკოვი თბილისისგან „ამიერკავკასიაში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებას“ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ შეთანხმებების გაფორმებას ელოდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვამ ასევე ისაუბრა საქართველოში „რუსოფობიაზე“ და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი ამის…