აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ გუდაუთის რაიონში, რიწის ტბასთან მდებარე კაფე „გროტში“ 26 აგვისტოს მომხდარ მასობრივ ჩხუბზე პროცესუალური შემოწმება დაიწყო. უწყების ცნობითვე, ინციდენტის შედეგად მოსკოვიდან ჩასული ორი ტურისტი დაშავდა, სამართალდამველები კი, ჩხუბში მონაწილე პირების დადგენასა და დაკავებას ცდილობენ. დე ფაქტო შსს-ის ინფორმაციით, პოლიციას მიმართა მოსკოვის…
კიევის ოლქის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმისა და შემდგომი აფეთქებების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42 ადამიანი დაშავდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა საბოლოო არ იყოს. ორმოცდაორმა ადამიანმა, მათ შორის ოთხმა ბავშვმა, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. დაშავებულთაგან შვიდი საავადმყოფოში მოათავსეს. საგანგებო ზონიდან 381…
თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო…
ქარელის მუნიციპალიტეტში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.…
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ნარკოტიკის მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ,…
განახლება: ბარათაშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისბრალდებით,უცხო ქვეყნის მოქალაქეცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს…
რუსი დიპლომატები თვალყურს ადევნებენ რუსეთის მოქალაქე ტატიანა კურაშკევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა აშშ-ის მოთხოვნით, თბილისის აეროპორტში 5 ივნისს დააკავეს, – ამის შესახებ „ტასს“ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში განუცხადეს. „საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია ყურადღებით ადევნებს თვალს კურაშკევიჩის ჯანმრთელობის…
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. უწყება ამბობს, რომ ცხედარი ზღვაში 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. „საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა“, – აცხადებს საგანგებო. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში 23…
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. The post ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს appeared first on Netgazeti .
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზ ბლოგერს დაურ ბუავას ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არის გადასვენებული და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ბლოგერი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე…
ვინ იყო ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც თბილისში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. დაურ ბუავა 26 წლის იყო, როდესაც 2021 წელს აფხაზეთიდან თბილისში ჩამოვიდა. ომი საკუთარი თვალით არ უნახავს. 1994 წელს, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ დაიბადა ტყვარჩელში. ომის შესახებ მხოლოდ გარშემომყოფებისგან ჰქონდა მოსმენილი და, როგორც თავად ამბობდა, წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი მხარის მიერ მოყოლილი…
პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა დენის კულანინი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, დენის კულანინი არ გათავისუფლებულა. ის ვარაუდობს, რომ კულანინი, სავარაუდოდ საემიგრაციო სამსახურში ჰყავთ და რუსეთში დეპორტაციისთვის ამზადებენ. “„იმედისგან” მაქვს ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა სიაშია.…
პროსამთავრობო მედიასაშუალებების თანახმად, მიხეილ ყაველაშვილმა ჯამში 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 9 პირი შეიწყალა. ესენი არიან: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი (დააკავეს 2024 წელს რუსული კანონის მიღებისას). დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი (დააკავეს 2024-2025 წლებში ევროინტეგრაციის შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხო აქციებზე). თორნიკე…
თბილისში გარდაცვლილი იპოვეს 32 წლის ბლოგერი აფხაზეთიდან, დაურ ბუავა. „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ მუხლით გამოძიების დაწყება სტანდარტული პროცედურული პრაქტიკაა მსგავს შემთხვევებში. შსს ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი საკუთარ ბინაში გუშინ ღამით ნახეს. „ტვ პირველს“…
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა. 3,2 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრში აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა. The post საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა appeared first on Netgazeti .
მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ახალგაზრდა კაცი რომელიც 2024 წლის 8 მაისის შემდეგ ციხეში იჯდა. ის რუსული კანონის ამბებზე დააკავეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბუბუტეიშვილმა შეწყალება თავად ითხოვა რამდენიმე თვის წინ. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს…
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის გადადგომასა “იმ სტრესს” უკავშირებს, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს რაჭაში განუცხადა. “გეგმები იცვლება ხოლმე. თავის დროზე არა მარტო მას პირადად, ჩვენ ყველას ერთად გვქონდა კონკრეტული გეგმა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება. მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო ის,…
მამუკა მდინარაძის გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დღეს, 27 აგვისტოს განაცხადა. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მამუკა მდინარაძე…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს, და ყველას, ვინც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალდა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ პირებსა და ყველას, ვინც დაუღალავად მუშაობს…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) აცხადებს, რომ 1 795-მა აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე. NAEC-ის მონაცემებით, 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი. აქედან: 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; 1 795-მა აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური…
დღეს, 27 აგვისტოს, მოქალაქეთა გაერთიანება „ანტიანექსიური პლატფორმა“ დაფუძნდა. დამფუძნებელთა თქმით, პლატფორმა ზეპარტიულია და მისი შექმნა საქართველოს ტერიტორიის ანექსიის საფრთხეების მომატებას უკავშირდება. მათი განცხადებით, პლატფორმის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. დამფუძნებლების განცხადებით, „ანტიანექსიური პლატფორმა“ ღიაა ყველასთან თანამშრომლობისთვის.…
მამუკა მდინარაძე, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, თანამდებობას ტოვებს და ამბობს, რომ პოლიტიკიდან საერთოდაც მიდის. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი მამუკა მდინარაძემ მარტომ გამართა, მასთან ერთად არ ყოფილა ირაკლი კობახიძე. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პრინციპში, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან…
კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის, Georgian Kart Masters-ის, III ეტაპი დასრულდა. ჩემპიონატი ახალგაზრდა მრბოლელებს პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. რბოლის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ იყო, საცხებ-საპოხი მასალების ფრანგულ ბრენდ MOTUL-თან ერთად, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ „თეგეტა მოტორსია“. ახალგაზრდების სპორტული განვითარებისა და ქვეყანაში…
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი“ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში წერია, რომ მიზეზი ამჯერადაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევაა. კერძოდ, მერია ამბობს, რომ 24 აგვისტოს კომპანია 24-საათიან რეჟიმში არ მუშაობდა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის…
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, დაადგინონ, რუსთაველის გამზირზე, სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად, მათ შორის გამოირიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, უზრუნველყოს დასაქმებულთა აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში.…
დონეცკის ოლქში უკრაინული პოზიციები გაძლიერდება ორი განახლებული სამხედრო დაჯგუფებით, რომლებსაც უკრაინის ომის გმირები — დენის პროკოპენკო და ანდრი ბილეცკი უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენი პოზიციები დონეცკის ოლქში გაძლიერდება ორი განახლებული დაჯგუფების წყალობით. მეთაურები გახდებიან უკრაინის გმირი დენის პროკოპენკო და უკრაინის…
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ნეტგაზეთს შოთა ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, ის გურჯაანის იზოლატორშია გადაყვანილი. შოთა ოდიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. იგი 23 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან წასული მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს. „აქცია რომ დამთავრდა,…
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია, რომელსაც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები ერთად აწარმოებდნენ”. ამის შესახებ კირიენკომ ცხინვალში, “რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების” 18 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო შეკრებაზე განაცხადა. „18 წლის წინ მომხდარი…
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს ახალი ვაგონების პირველი პარტია (4 ვაგონი) ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა და მალე საქართველოში იქნება. „მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს…
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რატკლიფი დაუანონსებელი ვიზიტით ეწვია მოსკოვს. ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მედიის ცნობით, მან უკვე დატოვა რუსეთი. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რატკლიფის ვიზიტი სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. მან ასევე თქვა, რომ CIA-ს დირექტორი არ შეხვედრია…
“რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში დახმარებას გააგრძელებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. განცხადება უწყების ვებ-გვერდზე 26 აგვისტოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების 18 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი…
ტამბოვის ოლქის ხელმძღვანელმა, ევგენი პერვიშოვმა განაცხადა, რომ 26 აგვისტოს ღამით, უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ ქალაქ კოტოვსკში ხანძარმა სრულად გაანადგურა Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი. მანამდე გუბერნატორი წერდა, რომ ხანძრის არეალი 100 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებდა. მისივე ცნობით, დაშავდა 2 ადამიანი. გუბერნატორი ამბობს, რომ 16 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, მაგრამ სამმა მოასწრო…
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის “თანაშემწეს, რესპუბლიკის მეთაურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსსა და ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანს”, ადამ კადიროვს, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მედალი „საბრძოლო თანამეგობრობისთვის“ გადაეცა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მისმა მამამ რამზან კადიროვმა Telegram-არხზე განაცხადა. მისი ცნობით, ადამ კადიროვმა ჯილდო „ურთიერთქმედების…
წარმატებისთვის „სწორ დროს და სწორ ადგილას“ ყოფნა ყოველთვის საჭირო არ არის. თიბისის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ამ ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა…
„უკრაინსკა პრავდას” ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან არჩევნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის პირობებში არჩევნების ჩატარება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. „ვფიქრობ, რომ ასეთი ომის პირობებში არჩევნები, ზოგადად, დიდი რისკია. არჩევნები ახლა ცუნამია, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ამიტომ ჩემი სტრატეგიაა, ქვეყანა ომის დასრულებამდე მივიყვანოთ და შევინარჩუნოთ…
23 აგვისტოს, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნიდან ერთ დღეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს. დეპარტამენტის თქმით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 7 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი…
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კიევში მოკავშირე ქვეყნების ლიდერები იყრიან თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს: „დამოუკიდებლობის დღის წინ ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან. დღეს დილით მოხარული ვიყავი, კიევის რკინიგზის სადგურზე დანია, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვისა და ნორვეგიის ლიდერებთან, ასევე…
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივანი, მოჰსენ რეზაეი, აცხადებს, რომ “ამერიკა კუთხეშია მიმწყვდეული” და ირანი მთელ საზღვაო მიმოსვლას შეაჩერებს, თუ მისი რომელიმე მეზობელი ქვეყანა აშშ-ის წამოწყებულ „ეკონომიკურ ომში“ ჩაერთვება. ის ჰორმუზის სრუტით ნავთობის გადინების შეჩერებით იმუქრება. „თუ ისინი ასეთ ქმედებას დაიწყებენ, ჩვენ სპარსეთის ყურეში ნავთობის არც ერთ წვეთს არ გავატარებთ. ნავთობი…
რატომ შეწყვიტა საქართველოს მთავრობამ ჰარვარდის ქართული პროგრამის დაფინანსება? სიმართლეა თუ არა განათლების სამინისტროს ინფორმაცია, რომ ჰარვარდი ბიუროკრატიულ ვალდებულებებს არ ასრულებდა? რა იყო ის თანხა, რომლის გადახდაზე “ოცნების” მთავრობამ უარი თქვა და რა შუაშია აქ პოლიტიკა? ნეტგაზეთი გთავაზობთ ინტერვიუს ნათია ჭანკვეტაძესთან, მკვლევართან რომელიც ჰარვარდის ქართულ პროგრამას პროფესორ სტივენ ჯონსის…
ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის აკრძალვა 75 ქვეყნიდან ემიგრანტებზე ვიზების გაცემის შესახებ. მან დაადგინა, რომ ეს გადაწყვეტილება „ეწინააღმდეგება კანონს“ და სცილდება სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა საიმიგრაციო ვიზების გაცემა მსოფლიოს ქვეყნების თითქმის…
პროფესორმა სტივენ ჯონსმა ნეტგაზეთთან კომენტარი გააკეთა იმაზე თუ რატომ შეჩერდა ჰარვარდის დევისის ცენტრში ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამა. ისტორიის პროფესორი ჯონსი ამ პროგრამის ყოფილმა დირექტორია. “კურსისთვის საჭიროა მინიმუმ 10 ჩარიცხული სტუდენტი. ჩვენ მხოლოდ ექვსი გვყავდა. არსებობდა სხვა ბიუროკრატიული პრობლემებიც, რამაც მისი ნაადრევად დახურვა გამოიწვია. მომდევნო სემესტრში ჩვენ მას ხელახლა…
“გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე – ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან! მიზეზი – გასაგებია”, – ეს განცხადება სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა გამოაქვეყნა. ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს. “ვინ იქნება შემდეგი?”, – დაწერა ლილი გელაშვილმა. ადვოკატმა…
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში შეჩერებულია ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც 2022 წელს ამოქმედდა. მიზეზი საქართველოს განათლების სამინისტროსთან პროგრამის გაგრძელებაზე და დაფინანსებაზე შეუთანხმებლობა გახდა. უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ ქართული ენის დაწყებით კურსზე მიღება შეწყვეტილია. ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ დაფინანსება პოლიტიკური მიზეზით არ გამოიყო. „2022 წელს,…
დღეს, 21 აგვისტოს, დაახლოებით 16:40 საათზე, რუსეთმა კრივოი-რიჰში, ქალაქის უდიდეს სავაჭრო ცენტრზე დრონებით ორეტაპიანი იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 91 ადამიანია დაშავებული, ხოლო 6 – გარდაცვლილი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულთაგან 21 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ერთი ბავშვის. თავდასხმა ორ ტალღად განხორციელდა. პირველი დარტყმისა და ხანძრის…
განახლება: განცხადების გავრცელების შემდეგ პროკურატურის შენობა დატოვეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა და მედიასთან კომენტარი გააკეთეს: “ცოცხალი თავით არ უნდათ ეს საქმე გამოიძიონ, ვინ დგას ამის უკან?! ფაქტი ჩანს ხელისგულზე, რომ მომიკლეს შვილი. არ იძიებენ საქმეს. ამათ მე შევატყვე და ცუდად გამიხდა გული, არ უნდათ გამოძიება ამ საქმის…”,- თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. ბაჩალიაშვილის დედა…
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, უკრაინის პრეზიდენტის შემდეგ, დაადასტურა რუსეთის ქალაქ პერმში „ლუკოილის“ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა. ამ ქარხანას უკრაინამ 29 ივლისსაც დაარტყა. გენერალური შტაბი ამბობს, რომ 21 აგვისტოს ღამით „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზზე“ თავდასხმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ზარალის შესახებ სხვა მონაცემები ჯერ არ გავრცელებულა. უწყების…
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ არ სჯერა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების. ის დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილს და მის ოჯახს არავითარი საფრთხე არ ემუქრება: „ეს მუქარა არის ნონსენსი, ან ეს მოთხოვნა, რომ მოდი, კიდევ ერთი ის [ბრალი] დაიმატე, თან არაფერ სასჯელს არ გაგიზრდი, ისევ ხუთი წელი დარჩება და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მომავალში […] The post რასაც…
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს. მისი თქმით, უწყებაში დღეს, 17:00 საათზე მივა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს, 17:00 საათზე, შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ…“, – წერს თამაზაშვილი. ბაჩალიაშვილის დედამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყოველ ორშაბათს, დილის 11:00 საათიდან 15:00…
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ „საქმე გაუგებრობასთან“ გვაქვს. მისივე განცხადებით, „ვინ ვინ“ და ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია, „მით უმეტეს მისი ოჯახის უსაფრთხოება და უფლებები“. ღარიბაშვილმა გუშინ გამოქვეყნებულ წერილში თქვა, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის…