Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია Edumentors-ის დამფუძნებელი თორნიკე ასათიანი. ვსაუბრობთ გზაზე რომელიც სტარტაპმა გაიარა. მარკეტერის პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი
„საინტერესო პოდკასტის“ დღევანდელ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილი. მასთან ერთად განვიხილავთ ჩვენი გუნდის გასვლას ევრობასკეტზე და იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე ელის. მანუჩარი გვიზიარებს საკუთარ ხედვას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბოლო წლების პროგრესზე, ასევე თაობათა ცვლის, გუნდში ახალი ტალანტების…
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა არის ემოციების ოკეანე - ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ ბუნდოვანი, ზოგჯერ კი უფსკრული. ყველამ ვიცით სტრესის განცდა, მაგრამ ვერავინ აგვიხსნა რეალურად რა ხდება ჩვენს ორგანიზმში იმ წამს, როდესაც გული იწყებს ფრენას, ხელები კანკალებს და ფიქრები ქაოსურად დარბიან გონებაში რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ვხვდებით "საფრთხეს"? მენტალური ჯანმრთელობა არ ნიშნავს სტრესის…
„საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია სუხიშვილების სოლისტი თამარ დვალი. თამარი გვიყვება, როგორ დაიწყო მისი პროფესიული გზა, რა არის მოცეკვავის ცხოვრების ყველაზე რთული მხარე და რას ნიშნავს, იყო სუხიშვილების ნაწილი. დღევანდელ ეპიზოდში ასევე ვსაუბრობთ „თაკარას“ ექსპერიმენტულ სცენაზე, ტრადიციის თანამედროვე ფორმებთან შერწყმაზე და ქართულ ცეკვაში ახალი სუნთქვის პოვნაზე.
იუთუბი ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანის თავშესაფრად იქცა, კონტენტის მრავალფეროვნებამ კი საზოგადოების ყურადღებაც ტელევიზიიდან კომპიუტერის ეკრანებისკენ მიიზიდა. „საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ანა კოშაძე, პოპულარული იუთუბ არხის, "რეჰანი"-ს თანაავტორი, რომელიც ქართული კულინარიისა და გასტრონომიის შესახებ ყველაზე საინტერესო კონტენტს ქმნის. ანა გვიყვება თავისი გზის…
თუ ფიქრობთ, რომ ტიკ-ტოკი და ქართული ალტერნატიული მუსიკა ერთმანეთს არ ეწყობა, დადუ დონაძემ და ცოტნე ბაღდავაძემ სულ სხვანაირად იფიქრეს და დაამტკიცეს კიდეც. Mechanical Rainbow - ეს არის ის ბენდი, რომელმაც ქართული მუსიკალური სცენა ისე შეცვალა, რომ ხშირად არც ესმით, რა მოხდა. მათი ისტორია შეიძლება სტუდიაში იწყება, თუმცა საკუთარ ფორმას ინტერნეტ სამყაროში იძენს.როგორ მუშაობს ქართული ალტერნატიული მუსიკა…
მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია რეზი ყენია — ფრილანს ფოტოგრაფი და მოგზაური. რეზი გვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას ფოტოგრაფიაში და გვიყვება, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში. რომელია ის ტექნიკური უნარები და მენტალური მიდგომები, რომლებიც ფოტოგრაფის პროფესიულ სტილს განსაზღვრავს? რა როლს თამაშობს სოციალური მედია და ხელოვნური ინტელექტი ფოტოგრაფიის სფეროში? ამ და სხვა…
მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია პადელის ასოციაციის ხელმძღვანელი — ქეთი ყიფიანი, რომელიც საქართველოში პადელის ბუმის და ასოციაციის საქმიანობის შესახებ გვესაუბრება. ჩვენი პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ქეთი შეეხება პადელის პოპულარობის მიზეზებს, ასოციაციის როლს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, ასევე იმას, თუ როგორია სპორტის ამ სახეობის მომავალი.
მარკეტერის „საინტერესო პოდკასტს“ ესტუმრა გიორგი მარშანია, ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციის — „ჟირაფი ჟოზეს“ შემქმნელი, რომელმაც თავისი გამოცდილება და ხედვები გაგვიზიარა. გიორგი საუბრობს დაუვიწყარი პერსონაჟის შექმნის სპეციფიკაზე, თავისი ახალი პროექტის — „დრაკონი დუქსის“, საქართველოში ანიმაციის სფეროს პერსპექტივებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს…
ელექტრონული კომერცია იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიად, რაც მეტყველებს ინტერნეტის ძალაუფლებაზე, მოხერხებულობის მიმზიდველობაზე, სწრაფი მიწოდების მნიშვნელობასა და ნივთების სახლიდან შეძენის უპირატესობაზე - საქართველოში ელექტრონული კომერცია 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან გააქტიურდა და და პიკს 2020-იანი წლებისთვის მიაღწია. საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელი ლადო კანდელაკი…
სახელწოდება “გოჯუ-რიუ კარატე” სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ძლიერი და რბილი კარატეს სკოლას”. 1930 წელს, ტოკიოში საყოველთაო იაპონური საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირებისას, ერთ-ერთმა მონაწილემ ჰკითხა ჩოჯუნ მიაგის სტუდენტს, საბრძოლო ხელოვნების რომელ სკოლაში სწავლობდიო. ოკინავაზე დაბრუბებისთანავე სტუდენტმა მოახსენა ჩოჯუნ მიაგის ამ შემთხვევის თაობაზე. ამ უკანასკნელმა კი გადაწყვიტა თავისი სტილისთის Gōjū-ryū…
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბანკი თქვენს ფინანსურ ჩვევებს უკეთ იცნობს ვიდრე თქვენ საკუთარს. სადაც ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტერმინი, არამედ ყოველდღიური რეალობა, რომელიც ცვლის ათასობით ადამიანის ფინანსურ ცხოვრებას. ეს არ არის მომავლის ფანტაზია - ეს ხდება აქვე, ჩვენს თვალწინ. საინტერესო პოდკასტის აღნიშნულ ეპიზოდში ვაჟა მანტუასთან და მიხეილ ნადარეიშვილთან ერთად ვსაუბროთ საქარველოს ბანკის AI…
ზოგი მოთამაშე ირგებს მაფიის წევრის როლს, ზოგი კი ხდება ,დანაშაულით სავსე საზოგადოების, სამოქალაქო პირი. ყოველ ღამე მაფია კლავს ერთ ადამიანს, ყოველდღე მშვიდობიან მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა განიხილონ მკვლელობა, აირჩიონ ეჭვმიტანილები და ერთ -ერთი მათგანი სიკვდილით დასაჯონ. ქართული იუთუბის მაფია უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთი წამყვანი არხია სოციალურ სივრცეში, რომელსაც თითქმის 200 ათასი გამომწერი და…
ქოფირაითერების იდეების დახმარებით ჩვენამდე უამრავი ისტორია მოდის - ამის უკან კი უამრავი წაკითხული წიგნი, მოსმენილი ალბომი, ნანახი ფილმი და გამოცდილებებია, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთს გვაკავშირებს. გიორგი ქუცა რუხაძესთან ერთად „საინტერესო“ პოდკასტში“ განვიხილავთ იდეების გენერირებს სხვადასხვა ხერხებს და პროფესიისთვის დამახასიათებელ მომენტებს. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი
თანამედროვე ცხოვრების სტრესი, ურთიერთობების სირთულეები, ტრავმული გამოცდილება, დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობები ხშირად საჭიროებს პროფესიონალურ ჩარევას. ფსიქოთერაპია არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით - ის მეტყველებს ადამიანის ძლიერებაზე და სურვილზე, გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება. Healo-ს დამფუძნებელთან, ანკა მანჯგალაძესთან ერთად ვსაუბრობთ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და…
2025 წლის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან რესურსად იქცა Tbilisi School of Communication-ის მიერ უკვე მეორედ გამოცემული ყოველწლიური გზამკვლევი მარკეტერებისთვის. დოკუმენტი შემუშავდა კვლევითი ორგანიზაცია ANOVA-სთან თანამშრომლობით და ეფუძნება თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებს. მარკეტერის პოდკასტში Comm School-ის დირექტორთან, ნინა ქარჩხაძესთან ვსაუბრობთ ახალ მიგნებებზე მარკეტინგში,…
როგორ მოვახდინოთ ეჯაილის ლეველაპი და თეორიული წესებიდან ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე მორგება. როგორ არ უნდა შეუშინდეს კომპანია რთული გადაწყვეტილებების მიღებას, მთავარი მიზნის/შედეგების მისაღწევად. მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი გადაცემის სტუმარია ევროპაბეთის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი - თეო ცერაძე.
როგორ ხედავთ PLUS-ის განვითარებას მომავალში და რა როლი ექნება ახალ ტექნოლოგიებს ამ პროცესში? როგორია Plus პლატფორმის გავლენას ბიზნეს სექტორზე, და როგორ შეცვალა ან შეიცვლება ბიზნეს მოდელები? რა შეცვალა 7 წლის განმავლობაში და როგორ ადაპტირდა Plus პროგრამა მომხმარებლის მოლოდინებთან? ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამის Plus-ის 7 წლის იუბილე, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა. ამ…
მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება. „ის, რაც დროს გაუძლებს“ - ასე ეწოდება კამპანიას, რომლზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს „ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე, Holy Motors-ის დამფუძნებელი, გიორგი ავალიანი და Highway VFX-ის დირექტორი ლევან ლაფაჩი ესტუმრნენ. როგორ ახორციელებს ალიანს ჰაილაინი ისტორიული არქიტექტურული პრინციპების გამოყენებას დიზაინში?…
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია სანდრო თავხელიძე. ყოფილი მორაგბე, რომელიც წარმატებული სტარტაპერი გახდა. სანდრომ პირადი გამოცდილება ბიზნეს იდეად აქცია. საკუთარი იდეის ძალიან დაიჯერა, სხვებიც დაარწმუნა და მათთან ერთად საინტერესო გზა გაიარა. ამ გზაზე იყო ბევრი უარი, წარუმატებლობა, მაგრამ "ვემპლერმა" არაერთხელ დაარწმუნა ინვესტორები რომ ცდებოდნენ. მალევე სტარტაპმა 500 000-ზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიცია…
Helio.AI არის ასისტენტი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს რეკრუტინგში, ამარტივებს კანდიდატურის შერჩევის პროცესს და მოკლე დროში ფილტრაცს რეზიუმეებს არასაჭირო ინფორმაციისგან. მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი სტუმარია იაკო ჯიქია, helio.AI-ს თანადამფუძნებელი, რმომელიც მოგვიყვება: როგორ შეიქმნა helio.AI? როგორ იქცა იდეა სტარტაპად და შემდეგ ბიზნესად? როგორ ეხმარება იგი HR-ებსა და დამფუძნებლებს რეკრუტინგში?…
კონტენტი - სიტყვა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ხშირად გვესმის, თუმცა ბოლომდე არ გვესმის თუ რას გულისხმობს. კონტენტ კრეატორების საქმიანობამ სრულიად შეცვალა როგორც მაყურებლის ქცევა, ასევე ბიზნესის და მარკეტინგის გუნდების პრიორიტეტები. საქართველოშიც სხვადასხვა მიმართულებით უკვე აქტიურად ხდება პლატფორმების ათვისება და კონტენტის წარმოება. 30 ივნისს თბილისში კოტენტ კრეატორების პირველი ფესტივალი…
მარკეტერის პოდკასტის ამ ეპიზოდში EXTRA-ს რებრენდინგზე ვსაუბრობთ. სულ ცოტა ხნის წინ, წამყვანმა ქართულმა ელექტრონული კომერციის პლატფორმამ რებრენდინგი განახორციელა. პოდკასტის სტუმრები არიან EXTRA-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიშა გოგოლაური და Highway VFX-ის დამფუძნებელი ლევან ლაფაჩი. ვსაუბრობთ გუნდის შიგნით არსებულ ამოცანაზე, პროექტის განხორციელების პროცესზე და იმაზე ,თუ რას ნიშნავს…
ინფლუენსერებთან თანამშრომლობა ბევრი ბრენდის კომუნიკაციაში უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი. თუმცა, მოდით გავერკვეთ: * რას ნიშნავს ინფლუენსერობა საქართველოში, დღეს? * როგორია ინფლუენსერის ჯილდო და რა ძალისხმევას საჭიროებს მისგან ეს საქმე? ვსაუბრობთ მარიამ დავითაძესთან, იგივე Acidwv-თან ერთად. ბევრი მას TikTok-დან, Instagram-დან და YouTube-დან იცნობთ. მარიამმა ცოდნა და გამოცდილება, ინფლუენსერული…
რა განაპირობებს შინაგან თავისუფლებას, რომელიც აისახება სცენაზე, ვიდეოში, შემოქმედებაში - აღზრდა? გარემო? გავლენები? რამდენად ახდენს ქართული მემკვიდრეობა გავლენას არტისტულ სტილზე? დღევანდელ პოდკასტში ჩვენი სტუმარი Creams-ია, იგივე ნათია ჭიჭინაძე, რომელიც მოგვიყვება, როგორია იყო ახალგაზრდა, ამომავალი მუსიკოსი საქართველოში, აუთენტური თვითგამოხატვის ფუფუნებით, ქართული კულტურული და სოციალური კონტექსტის…
Miami Ad School ის დაწესებულებაა, რომლისკენაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ახალგაზრდა შემოქმედები მიისწრაფვიან. წლების განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ მიერ დაწესებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, ქართული სარეკლამო ინდუსტრიის არაერთნა წარმომადგენელმა მოიპოვა და ბერლინში, მათთვის საოცნებო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა - რასაც საერთაშორისო სააგენტოებში მნიშვნელოვანი გამოცდილება მოჰყვა.…
"საუკეთესო წინ არის" - საახალწლო კამპანიაში, ამ სიტყვებით შეაჯამა „საქართველოს ბანკმა“ 2023 წელი და მალევე "საუკეთესო"-სთვის მზადების პროცესშიც მთელი ერი ჩართო. "მათ შეიძლება გამოიცნონ ჩვენი სტრატეგია, ჩვენი შემადგენლობა, სათამაშო მონახაზი, ჩაფიქრებული ცვლილებებიც კი, მაგრამ მათ არაფერი იციან ჩვენი მთავარი იარაღის შესახებ. ამ ძალას, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით რაშია, სხვები ვერაფერს დაუპირისპირებენ,…
შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ეს გახლავთ კომპანია Bolt-ის მისიაა, რომლითაც ის ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. Bolt უკვე 10 წელია საქართველოშია. მარკეტერის პოდკასტში გიყვებით, როგორ შემოვიდა კომპანია საქართველოში, რას ნიშნავს უკეთესი ქალაქი და როგორ წარიმართა მთლიანი გადაადგილების ინდუსტრიის რევოლუცია. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია კომპანია ბოლტის მარკეტინგის ლიდი - რუსო…
Attention Deficit Hyperactivity Disorder - ქართულად კი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. დღევანდელი პოდკასტის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც მათი კომპეტენციითა და გამოცდილებებით ეცდებიან, უფრო ნათელი გახადონ ყველაფერი ADHD-ის ირგლივ. ფსიქიატრი ლუკა ხუხაშვილი, ანა გვარიშვილთან და დავით ჯანელიძესთან ერთად, რომლებიც ცხოვრობენ ამ დიაგნოზით ეცდებიან გაგვიზიარონ მათი გამოცდილება თუ…
აუტიზმი, აშლილობა თუ ნეირო მრავალფეროვნება? რა არის აუტიზმის პირველადი სიმპტომები და რა ასაკში ვლინდება ის? რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა? ახასიათებს თუ არა აუტიზმს რაიმე კვეთითი აშლილობები, მაგალითად, ADHD? ამ თემის ირგვლივ დღეს ფსიქიატრ ქეთევან სილაგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
საქართველოს ბანკის მობილბანკში მასშტაბური თამაში გაიმართა. 12-კვირიანი მარათონი, რომელმაც სტარტი ოქტომბრის თვეში აიღო, 2024 წლის იანვარში დასრულდა. ჯამში კამპანიაში 500 000 ადამიანი ჩაერთო. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია მაიკო გორგილაძე, საქართველოს ბანკის, ციფრული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე. ვსაუბრობთ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი
გზამკვლევი მარკეტერებისთვის: "საქართველოს ტრენდების რეპორტი 2024” პირველი გზამკვლევია საქართველოში, რომელიც მარკეტერებს დაეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და ეფექტური კამპანიების დაგეგმვაში. მარკეტერის პოდკასტის სტუმრები არიან, თბილისის კომუნიკაციის სკოლის საოპერაციო დირექტორი ნინა ქარჩხაძე და ქრისტინე ლორთქიფანიძე, ანოვას კვლევების კონსულტანტი კვლევის გადმოსაწერად: commschool.ge…
თამაში ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. სამაგიდო თამაშები კი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მიმართულებაა, რომლის ფესვებსაც ძველ ეგვიპტეში მივყავართ. ჭადრაკი, ნარდი, მონოპოლი თუ სხვა დღემდე უამრავი ოჯახის უცვლელ ნივთებად რჩებიან. XX საუკუნე სამაგიდო თამაშების რენესანსის ეპოქად იქცა, რაც დღემდე აქტიურად გრძელდება. რა ფსიქოლოგიურ მექანიზმებს ეფუძნება სამაგიდო თამაშების მასობრივი პოპულარობა? რა…
გიფიქრიათ, როგორია ისლანდიის გარშემო მანქანით მოგზაურობა და ჩრდილოეთის ციალზე ნადირობა? როგორი იქნებოდა გამოცდილი მოგზაურების გიდობით, ერთ-ერთი ყველაზე მისტიური კუნძულის დალაშქვრა? დღევანდელი პოდკასტი სათავგადასავლო მოგზაურობასა და მოგზაურობაზე დამოკიდებულ ადამიანებზეა. გიორგი შაკაია და სერგი ტკაჩუკი მოგვიყვებიან როგორ აქციეს მათი ჰობი პროფესიად, როგორ დაიბადა იდეა Travel Junkies, რა არის…
რა არის ასტროლოგიის პრეისტორიული საფუძვლები და საიდან მოვიდა ჩვენამდე? რამდენადშესაძლებელია, პლანეტებისა და ვარსკვალვების განლაგებას რაიმე გავლენა ჰქონდეს ადამიანისპიროვნებაზე, თვისებებზე და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე? რა იწვევს ნდობას ადამიანებშიასტროლოგიის მიმართ და რა ფსიქოლოგიური საფუძვლები დგას ამის უკან? დღევანდელი საინტერესო პოდკასტი მივუძღვენით მეცნიერებასა და ასტროლოგიას შორის…
ხშირად გვავიწყდება, რომ აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში, როგორიც ფილმია - ხმაც ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც კადრი. სწორედ ამ ორი მედიუმის ერთმანეთში ჰარმონიულ შერწყმას და ამბის თხრობას შეუძლია გენიალური ნაწარმოების დაბადება. მაინც, კონკრეტულად რა როლს ასრულებს სწორად შერჩეული ხმები საბოლოო პროდუქტის წარმატებაში და უქმნის თუ არა ტექნოლოგიური განვითარება საფრთხეს ამ სფეროში მოღვაწე…
გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ტექ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები ინტროვერტები და სხვებთან კომუნიკაციის არ მოყვარულები არიან, რომლებსაც მხოლოდ კოდის წერა აინტერესებთ. საბედნიეროდ დღეს ეს სტერეოტიპი უკვე დამსხვრეულია და უამრავი ადამიანი პროგრამული ინჟინერის პროფესიიდან, მენეჯერულ პოზიციაზეც ინაცვლებს, რაც გუნდის ზრდასთან ერთად, გარდაუვალი პროცესია. და მაინც, როგორია იყო ტექნიკური გუნდის…
საქართველოს ბანკის ახალი წლის კამპანიას და ვიდეო რგოლს წლეებია უკვე უამრავი ადამიანი ელოდება. აღნიშნული კამპანიიდან წამოსულ გზავნილებს ბევრისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და ერთვარად შემდეგი წლის აქტოვობებისთვის მოტივაციის მიმცემია. ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და Metro Production-თან და პოპულარულ ინტერნეტ პერსონაჟთან, ჟირაფ ჟოზესთან ერთად ახალი მცირე ვიდეო რგოლი შემოგვთავაზეს, რომლის მესიჯიც…
საქართველოში მუდამ ამაყები ვართ, როდესაც მსოფლიოში 14 არსებულ დამწერლობას შორის ჩვენსაც მოიხსენიებენ ხოლმე. ტიპოგრაფია მნიშვნელოვანი ნაწილია არა მხოლოდ ტექსტური შინაარსის გასაზიარებლად, არამედ ის გვიჩვენებს თუ როგორი განწყობით არის გადმოცემული ესა თუ ის მესიჯი. ქართულმა ტიპოგრაფიამ დიდი დრო გავლო, ხელნაწერი ნიმუშებიდან გაციფრულებამდე. სწორედ ამ ეტაპებზე და დღევანდელ მდგომარეობაზე სასაუბროდ,…
დღევანდელი პოდკასტის თემა გულწრფელად ძალიან სენსიტიურია: თანამედროვე სასკოლო სისტემა, სკოლის როლი ბავშვის ცხოვრებაში, განათლება და ცოდნა. აკადემიური ცოდნის მიღმა, უნდა ზრუნავდეს თუ არა სკოლა მოსწავლის ემოციურ და სოციალურ ინტელექტზეც? როგორია კარგი პედაგოგი? რა როლი აქვს სკოლას ბავშვის მიერ სამომავლო პროფესიის შერჩევაში? დღევანდელი ჩვენი სტუმარი თავად გახლავთ წარსულში მათემატიკის მასწავლებელი, ხოლო…
წარმოგიდგენიათ ვიზუალურად, როგორ მუშაობს და რაზეა პასუხისმგებელი ნერვული სისტემა? რომელია ის ძირითადი ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელ ჩვენს სტუმართან, ბავშვთა ნევროლოგთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არჩეულ რექტორთან - პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან.
ტექნოლოგიების საუკუნეში, საავტორო უფლებები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დარღვევად უფლებათაგანია. ამის მიზეზი კი ძირითადად ის არის, რომ ხშირად აღნიშნული უფლებების გაგება თუ აღქმა ჭირს როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის და მედიის წრეებშიც. რა სახის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს საავტორო უფლებები, როდის წარმოიშვება იგი და რა გამოწვევები ახლავს მას ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის…
როგორია იკეას სამუშაო გარემო? როგორ მიდის იკეას AI-ზე მუშაობა? როდის შემოვა ბრენდი საქართველოში? გიორგი კოკაია არის დღეს საინტერესო პოდკასტის სტუმარი, განათლებით ფიზიკოსი, რომელმაც ბევრი წელი იცხოვრა შვედეთში, სადაც თავდაპირველად დაიწყო იკეაში მუშაობა გაყიდვებისა და ფრომოუშენის ანალიტიკის მიმართულებით, ხოლო დღესდღეობით ის იკეა ამსტერდამის Data Scientist-ია და იკეას AI-ზე მუშაობს. საინტერესო…
ტურიზმის როლის განვითარებასთან ერთად, საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება იმ სერვისების მიწოდებაც, რაც ტურისტების ქვეყნისადმი ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს. ერთ-ერთი რა თქმა უნდა თბილისის უძველესი უბნები, ულამაზესი არქიტექტურა და ამ ყველაფრის უნიკალური ისტორიაა. სწორედ ამ მიზნით და ამბიციით, ქალაქში უკვე რამდენიმე წელია რაც Tbilisi Free Walking Tours არსებობს. რა ამბებს ინახავს ძველი თბილისის…
რა გზას გადის ბრენდი სრულყოფილად ჩამოყალიბებამდე? როგორ ხდება სააგენტოებში პროცესების მართვა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები სააგენტოებსა და კლიენტებს შორის წარმატებული თანამშრომლობისთვის? მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი სტუმარია ნუკა შევარდნაძე-მარკეტერი და საკომუნიკაციო სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი
ცხოვრების აჩქარებული ტემპი და 21-ე საუკუნის მოთხოვნები პირდაპირპროპორციულად ზრდის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს და სტრესის დოზებს. • რა ფიზიკური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა? • შესაძლებელია, რომ სტრესმა მიგვიყვანოს პრობლემებამდე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა...? • რა განაპირობებს ადამიანების სხვადასხვა რეაქციას სტრესზე? დღევანდელ პოდკასტში, ბავშვთა და ზრდასრულთა…
რა შეუძლია კვლევას? რა ძირითადი გამოწვევებია კვლევით და საკონსულტაციო დარგში? მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი თემაა კვლევები - მარკეტინგული და სოციალური კვლევები, მონაცემები რომლებზე დაყრდნობითაც მსხვილი კომპანიები ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ამ თემაზე კვლევითი კომპანია ანოვას თანადამფუძნებელ, ქრისტინე ლორთქიფანიესთან ერთად ვისაუბრებთ მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი
ელექტრული ინჟინერია თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფუნდამენტია. მიუხედავად იმისა რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეს სფერო კარგა ხანია ისწავლება, რეზულტატი და ამ ცოდნისგან მიღებული პროდუქტების რაოდენობაც ძალიან მცირეა. როგორ იქმნება ქართული მუსიკალური მოწყობილობები? რა გამოწვევები აქვს ამ სფეროს საქართველოში და რა ცოდნაა საჭირო საბოლოო პროდუქტის მისაღებად? ვინ არიან მისი მომხმარებლები და…
მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი თემაა კორპორაციული გაყიდვები - რა არის და როგორ მუშაობს ის? ამ თემაზე, GD Alco-ს ბრენდ მენეჯერთან, გიორგი იმერლიშვილთან ერთად ვსაუბრობთ. * რა ეტაპებს მოიცავს და რა მიდგომების გამოყენებაა ეფექტური კორპორაციულ გაყიდვების პროცესში? * რა არის ყველაზე გავრცელებული გამოწვევები კორპორაციულ გაყიდვებში? * რა გვჭირდება კორპორაციული გაყიდვების პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის?…